მოგესალმები, სტუმარი · RSS 2024-04-29, 4:15 PM

მთავარი » ფოტოალბომი » ლექსები » ჩემი ლექსები
***
1)ცრემლად დაიღვარა ბაგეზე ფიქრები
სისხლში აირია შენი მონატრება
სევდით,უიმედოდ დგანან ტირიფები
მხოლოდ უშენობა თუკი მემართება...
ზეცამ პირი შეკრა..ზურგი შემაქცია,
ერთობ ამიმხედრდა მთელი გალაკტიკა
შენი სიყვარული მე რწმენად ვაქციე
(ურწმუნოდ ცხოვრება ვფიცავ აღარ მინდა)..
მთვარემ გაიმეტა მთელი ეს სიცივე
მზემაც მოიხვია სიბნელის ნაბადი
ყურში კვლავ ჩამესმის ფიქრების ქვითინი
სისხლისფერ ცრემლების რომ უშვეს ნაკადი...
ბევრჯერ დავაპირე უშენოდ მესუნთქა,
ბევრჯერ გავაყოლე მზერა შენს ნაბიჯებს,
და ყოველ ნაბიჯზე მინდოდა მეჩუქა
ოხვრით წამოსული სიტყვები (ვაიმე)..
შევძლებ მოგატყუო,გითხრა რომ არ ვტირი,
მივყვები ლამაზი ცხოვრების ბილიკებს,
უშენოდ ცხოვრება ყოფილა მარტივი
და აღარ ვუჯდები საღამოს ტირიფებს..
შევძლებ დაგანახო როგორ გავიღიმე,
როცა დღეს ჩემიდან გადადგი ნაბიჯი
თუკი დაგაჯერებ–კიდევ გავიცინებ,
გეტყვი:უშენობას მე სულ არ განვიცდი..
მაგრამ რომ იცოდე რამდენჯერ დავეცი
მუხლებზე ხატებთან ცრემლებისამარა,
დრომ შემომინახა ბილიკი დამრეცი
და შენ რომ მენახე რამდენი მატარა...

2)მოხუცის განცდა..

ორშაბათია დღეს თუ შაბათი?
ო,ღმერთო ჩემო..სულ ავირიე..
ისევ პატარა მგონია თავი,
ამ სიბერეში გადავირიე..
მაინც რა მალე დავბერდით კაცო!
გუშინდელივით მახსოვს წარსული,
შენი გაცნობაც..ის კოცნაც მახსოვს
და ის ტირილიც შენი,ბავშვური..
საგულდაგულოდ დამარხა აწმყომ
ჩვენი წარსული,ახალგაზრდობა,
ახლა მე და შენ შემოვრჩით მარტო,
მახსოვს ბაბუა უწინ ამბობდა :
„სიბერე ძნელი ყოფილა შვილო,
ახლა უფრო მწამს იმ დალოცვილის,
სიჭაბუკე რომ უწოდა ბრძენმა
და დღეს რომ ყველა ამას მოსტირის..
ახლა რაღაა ჩემი სიცოცხლე,
ვიღას ვჭირდები..რაში ვარგივარ
არ ვიცი კიდევ რამდენს ვიცოცხლებ
სიკვდილ–სიცოცხლის გზაზე ვაგდივარ..“
ახლა ვიგრძენი სიცოცხლის ფასი
რამხელა ძალა ქონია თურმე
არ განმიცდია მე შიში მსგავსი
კაცმა ამდენი რამ გავისტუმრე..
ქვეყნად არავინ აღარ შემომრჩა
ყველამ ჩემს თვალწინ დალია სული,
ამიტომ მყავხარ შენ,ჩემო ერთო
ბავშვივით მუდამ ხელჩაკიდული..
შენც რომ დაგკარგო რაღამ მაცოცხლოს
ვიღას შევჩივლო მოხუცის განცდა
ახლა მე და შენ..ორნიღა დავრჩით
როდემდე ვივლით არ იცის კაცმა..
ამიტომ ვცდილობ ვიჯდე,გიყურო
დაღლილ თვალებში აღტაცებულმა,
ბედნიერი ვარ შენ რომ გიპოვე
ასეთ ვარსკვლავზე დაბადებულმა..
შენს ყოველ ნაოჭს ჩუმად ვითვლიდი,
და შენი ოხვრა ჩუმად შემტკივა,
გახსოვს?მძინარეს სულ გაღვიძებდი,
გეკითხებოდი–ხომ არ შეგცივდა..
ადრე მიყვარდა შენი ღიმილი
მკერდზე დაყრილი ეგ დალალები
ახლა ძლიერად..ძლიერად მიყვარს
ფერდაკარგული შენი თვალები..
ო,ღმერთო ჩემო..სულ ავირიე..
ისევ პატარა მგონია თავი,
მითხარი ქალო,შე დალოცვილო
ოცდაორია თუ ოცდასამი..


3)ახლა საღამოს ათი იქნება..

ახლა საღამოს ათი იქნება..
მოგონებები უშვეს ფიქრებმა..
ამ დროს განცდები უფრო მეტია
ვიდრე გადმოსცეს სხვა დროს სიტყვებმა..
ახლა ის დროა მარტო ჩამოვჯდე,
სუნთქვა შევიკრა ოხვრანარევი,
სულის სარკეში მკრთალად გამოვჩნდე
ცრემლით ავანთო კელაპტარები...
გუშინწინ ამ დროს საოცრად წვიმდა,
წვიმის წვეთებით ზეცა ცრემლს ღვრიდა,
გუშინწინ ჩემთვის ვითვლიდი წამებს
გადავითვალე ათას ასი და
მივხვდი დიდი დრო გასულა თურმე,
ზეცა ტიროდა ამდენ ხანს თუ–მე..
ახლა ნაბიჯის დავიწყე დათვლა
ათას ცხრამეტზე ვიგძენი დაღლა..
ახლა საღამოს ათი იქნება..
მოგონებები უშვეს ფიქრებმა..
ამ დროს განცდები ბევრად მეტია,
ვიდრე ოდესღაც გითხრეს სიტყვებმა..

4) არა–მათხოვარი !(ნამდვილი ამბავი)

იჯდა ეულად..თავჩაღუნული
აფარებული ხელით თვალებზე...
ხელში ეჭირა ნაგლეჯი ფურცლის
თავს უფრო ხრიდა ყოველ გამვლელზე..
სიცოცხლის ფასად უღირდა ჯდომა
გაუბედავად ითხოვდა ხურდას
ხელს ხან იშვერდა,ხან დამალავდა
რომ გასკდომოდა მიწა მას სურდა..
თავი წამითაც არ აღუმართავს..
ჩუმად ტიროდა,ფარულად თრთოდა..
ხელში ქაღალდი ეჭირა მხოლოდ
და მოწყალებას გამვლელებს გვთხოვდა..
ხმას არ იღებდა,სირცხვილი კლავდა,
გამვლელის მზერას იბყრობდა :სევდით,
ნაფლეთი ფურცლით,ჩახრილი თავით,
უთქმელი დარდით,გამშრალი ცრემლით..
მარცხენა ხელის მთრთოლვარე გულზე
ბინძური ფულის კვალი მოჩანდა,
მზერა შეჩერდა მის მარჯვენაზე,
სადაც ფურცელი თავად მოთქვამდა..
ეწერა ფრაზა (ცოტათი მკრთალად)
რომელიც გულით ვეღარ ატარა..
გემუდარებით თქვენ,დამეხმარეთ!
გადამირჩინეთ ჩემი პატარა..

5) უცვლელი სიყვარულით..(სალი შალვაშვილს)

მოლოდინის თეთრი ფარდა ჩამოეშვა
და ცხოვრების ეს ეტაპიც მიილია..
ოცნებები ფიქრებშივე გაიფანტა
და წარსული ახლა უკვე ტკივილია..
უკვე იცი უფრო მეტი,ვიდრე-მაშინ,
იცი,პასუხს შენს ნაბიჯზე თავად აგებ,
მომღიმარი სახით ადგამ ყოველ ნაბიჯს
რადგან ხვდები,ამ ღიმილით ხალხს ალაღებ..
მაგ ლამაზი,სუფთა სულის ნაზ არსებას,
ეს რამდენი სევდა დაგაქვს ციცქნა გულით,
ნეტავ შევძლო,ცოტა მაინც ვიწილადო
გაგიქარვო სევდა ჩემი სიყვარულით..
მახსოვს,როცა მოგიძღვენი ჩემი ლექსი,
ემოცია გქონდა მაშინ დიდზე დიდი,
ახლა მინდა კიდევ ერთხელ განვმეორდე,
ოღონდ ცოტა უფრო მეტად გამოცდილი..
მხოლოდ გრძნობა,რაცკი მაშინ გადმოვეცი,
უცვლელია ანგელოზო,ისევ წრფელი,
შევიცვალეთ,გავიზარდეთ,დროც გაიქცა..
სიყვარული გულში დარჩა ისევ ძველი..
ბევრი გვავნო ამ ცხოვრებამ,ბევრიც გვარგო,
ბევრი ხალხიც დაგვიკარგა და შეგვძინა,
მაგრამ დრო ვერ მოერია იმ ლამაზ წამს,
შენს სუნთქვას როცა ვითვლიდი (რომ გეძინა)..
ახლა ვნანობ უშენობით განვლილ წამებს,
ტკივილამდე მენატრება ის დღეები..
ისევ ისე დააბიჯებ,უცოდველად
როცა უკან...წარსულისკენ ვიხედები...

6) ნუ მთხ
ნანახია: 1354 | ზომები: 450x337px/68.4Kb
თარიღი: 2011-10-26 | დაამატა: ADMIN
რეიტინგი: 5.0/3


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
თარგმანი

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [21]
ავტომობილები [502]
HDR [310]
ავტოპორტრეტი [133]
ბავშვები [142]
ფოტო გამოცანები [64]
მობილფოტო [178]
სასიყავრულო [142]
ქალაქი [106]
სარეკლამო ფოტო [160]
სპორტი [209]
ცხოველები [297]
სხვა [113]
რეკლამა საიტზე [2]

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი
300

შემთხვევითი სიახლე

პოპ. სიახლები

ჩვენი გამოკითხვა
ყველაზე ხშირად ნახულობთ
სულ პასუხი: 84

ჩვენი გამოკითხვა
რამდენი წლის ხარ?
სულ პასუხი: 106

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

ძებნა

სიმღერა

VipBet.In სიახლები