მოგესალმები, სტუმარი · RSS 2024-04-29, 2:17 PM

მთავარი » ფოტოალბომი » ლექსები » ლექსები
ბედისწერას



ვეღარ შევცვლი ბედისწერას,
ვეღარ შევწყვეტ შენზე წერას,
ვერ გაშორებ ჯიუტ მზერას,
ნუ გამკიცხავ ეულ მწერალს.

მე ვერ მოგთხოვ პატიებას,
ვერც საფლავთან ატირებას
ნუ დამაყრი გულზე მიწას,
ნურც მომიწყობ გაცილებას.

მხოლოდ ერთს გთხოვ,გაზაფხულზე,
თუ მომიძღვნი ყოჩივარდებს,
უკვე გაციებულ გულზე,

კვლავ მომისევ შენზე დარდებს..







მიყვრხარ ჩემთვის



მიყვარხარ, ამას არ ვამბობ ხშირად
არ მსურს გრძნობები ავსახო სიტყვად
სიტყვები ხშირად ფუჭი ფანდია
ჩემს გულს კი შენი კვალი ატყვია.

მიყვარხარ ამას ვერ ვამბობ,მიჭირს
ალბათ არ გესმის და ძლიერ გიკვირს
გთხოვ ნუ გაშინებს ჩემი დუმილი,
არ მსურს ვიხილო შენი წუხილი.

მიყვარხარ ამას არ გეტყვი ხშირად
და თუ გამიგებ ვიქნები მშვიდად
გჯეროდეს ჩემი,მიყვარხარ ჩემთვის
სათქმელს კი მხოლოდ თვალები გეტყვის.







წახვედი? ძაან შორს წახვედი ?





წახვედი? ძაან შორს წახვედი ?
რა აზრი აქვს ხვალ აქ გაჩნდები
რა გინდა, აღარ გიყვარვარ ?
ვიცი შენს გულში ვინც ვარ
არ გამოდის ტყუილის თქმა
ვიცი მე შენი გულისთქმა
ნუ მალავ შენს გრძნობას
ნუ ცდილობ ფიქრის გაქრობას
დაბრუნდი ამას ხომ გული გთხოვს
ამას განგება გვკარნახობს,
ჩემს გულში ამ დროს თოვლს
შენს დაბრუნებას მთხოვს,
რა ვუპასუხო გულს?
მას შენთან ყოფნა სურს
მაგრამ ამ ნატანჯ გრძნობას
დრო მალე გააქრობს
ჩემს ცხოვრებაშიც გაჩნდება ქალი
ულამაზესი, ვით ცეცხლის ალი
შეუყვარდები,შემიყვარდება
მე არაფერი მენაღვლება
შენ მოხვალ მეტყვი , შევრიგდეთ გთხოვ
დაგაგვიანდა პასუხს ნუ მთხოვ
ნანახია: 1225 | ზომები: 450x325px/46.2Kb
თარიღი: 2011-10-24 | დაამატა: ADMIN
რეიტინგი: 0.0/0


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
თარგმანი

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [21]
ავტომობილები [502]
HDR [310]
ავტოპორტრეტი [133]
ბავშვები [142]
ფოტო გამოცანები [64]
მობილფოტო [178]
სასიყავრულო [142]
ქალაქი [106]
სარეკლამო ფოტო [160]
სპორტი [209]
ცხოველები [297]
სხვა [113]
რეკლამა საიტზე [2]

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი
300

შემთხვევითი სიახლე
[HDR]
[HDR]

პოპ. სიახლები

ჩვენი გამოკითხვა
ყველაზე ხშირად ნახულობთ
სულ პასუხი: 84

ჩვენი გამოკითხვა
რამდენი წლის ხარ?
სულ პასუხი: 106

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

ძებნა

სიმღერა

VipBet.In სიახლები