მოგესალმები, სტუმარი · RSS 2024-04-29, 3:42 PM

მთავარი » ფოტოალბომი » ლექსები » მათხოვარი
დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ...

ცრემლიანი ეუბნება ამას ყველას.

ყოველ ღამე ზეცას შესთხოვს: "წამიყვანეთ"

თუმც ამაოდ ელოდება იგი შველას.



ნეტავ რას გრძნობს ამ დროს ბავშვი როცა ხედავს

მის თანატოლს, ღიმილიანს, დედის გვერდით,

ალბათ ამ დროს მის თვალებში ცრემლი ელავს

თუმც ამაოდ, მაგრამ მაინც შველას ელის...



რას ოცნებობს ნეტავ, როცა მარტო რჩება,

ალბათ მშობლებს, ალბათ სახლსაც დიდი ბუხრით...

თვალს გაახელს და ზღაპარიც უცბად ქრება,

ოცნებები იფარება ცივი მწუხრით...



ყოველი დღე ბოლო არის ალბათ მისთვის,

ცხოვრებისგან დაჩაგრული დაიღალა,

თუმც იმედის ნაპერწკალი მაინც ღვივის,

გარიყულმა გულში ღმერთი აღიარა..



მეორე დღეს ისევ ძველი მეორდება,

ცრემლიანი შესციცინებს ისევ ყველას,

დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ...

თუმც ამაოდ ელოდება იგი შველას
ნანახია: 1055 | ზომები: 450x325px/46.2Kb
თარიღი: 2011-10-24 | დაამატა: ADMIN
რეიტინგი: 0.0/0


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
თარგმანი

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [21]
ავტომობილები [502]
HDR [310]
ავტოპორტრეტი [133]
ბავშვები [142]
ფოტო გამოცანები [64]
მობილფოტო [178]
სასიყავრულო [142]
ქალაქი [106]
სარეკლამო ფოტო [160]
სპორტი [209]
ცხოველები [297]
სხვა [113]
რეკლამა საიტზე [2]

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი
300

შემთხვევითი სიახლე

პოპ. სიახლები

ჩვენი გამოკითხვა
ყველაზე ხშირად ნახულობთ
სულ პასუხი: 84

ჩვენი გამოკითხვა
რამდენი წლის ხარ?
სულ პასუხი: 106

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

ძებნა

სიმღერა

VipBet.In სიახლები