მოგესალმები, სტუმარი · RSS 2024-04-29, 7:24 PM

მთავარი » ფოტოალბომი » ლექსები » ოჯალეში
იდგა ლეჩხუმი, ოჯალეში და ანუ მერლო,
მოხრილი წელში, ვით უფრორე კლაკნილი გველი,
იწვა და ასე ნებივრობდა პატარა ჩერო,
ვიდრე მზემ უთხრა გაღვიძებას თავის სათქმელი.
პაპანაქება წამოაჯდა კამარას ირგვლივ,
პირველი ქანცი მოაწყვიტა ადრიან მგზავრებს,
და იღვიძებდა მელოდია ქართული დილის,
გზა–გზა ტოვებდნენ მკვლავმაგარი ბიჭები ნამღერს.
ზეცამ ცრემლები შეიკავა შუა დღეს უფრო,
(მაინც წამოსცდა ცოტაოდენ).სიმხნევე გლეხთა
ისმის ჩაივლი შარაზე და არც სასაუბრო
არ დაილევა. დაღლისპირულს ვიმღერებთ ერთად.
მერე საღამო შეიშლება, ორგია, ღვინო,
და ძმებიც მოვლენ, მერამდენედ შევფიცავთ ძმობას,
სისხლს უერთდება ოჯალეში, რომ გაგვაგიჟოს,
და ყოველ ღამე პოეზია მომყავდა ცოლად.
ხო და აქ ყველა პოეტია თავისი საქმის,
ერთიც დაასხი მეგობარო, დაასხი ერთიც,
დაღლილ გლეხების ხუმრობანა, სიმღერა ღამის,
ქვას არა... მაგრამ პოეზიას ვადინეთ ლექსი.
იდგა ლეჩხუმი, ოჯალეში და ანუ მერლო,
მოხრილი წელში, ვით უფრორე კლაკნილი გველი,
დაღლილ კაცივით ისვენებდა პატარა ჩერო,
დაე ყოველ დღე თენდებოდა აქ საქართველო.
ნანახია: 1264 | ზომები: 302x320px/38.5Kb
თარიღი: 2011-10-24 | დაამატა: ADMIN
რეიტინგი: 0.0/0

« წინა  | 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 [21] |  შემდეგი »

სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
თარგმანი

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [21]
ავტომობილები [502]
HDR [310]
ავტოპორტრეტი [133]
ბავშვები [142]
ფოტო გამოცანები [64]
მობილფოტო [178]
სასიყავრულო [142]
ქალაქი [106]
სარეკლამო ფოტო [160]
სპორტი [209]
ცხოველები [297]
სხვა [113]
რეკლამა საიტზე [2]

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი
300

შემთხვევითი სიახლე

პოპ. სიახლები

ჩვენი გამოკითხვა
ყველაზე ხშირად ნახულობთ
სულ პასუხი: 84

ჩვენი გამოკითხვა
რამდენი წლის ხარ?
სულ პასუხი: 106

საიტის მეგობრები

სტატისტიკა

ძებნა

სიმღერა

VipBet.In სიახლები